“პანჩური” მრწამსისთვის და ცხოვრება არამშობლიურ სოფელში

მომთაბარე ცხოვრება ათეული წლის წინ დაიწყეს. მაშინ, როდესაც 1944 წლის ნოემბერში საკუთარი სახლი უკან დაბრუნების იმედით დაატოვებინეს. ფაია თურმანიძემ მშობლებისგან იცის, რომ უზბეკეთში მიმავალ მატარებელში ისინი მოტყუებით ჩასვეს. მას შემდეგ საქართველოში ვეღარ ჩამოვიდნენ, თუმცა სურვილი მაინც არ დაუკარგავთ. საბოლოოდ კი ფაიამ მეუღლესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში ცხოვრების ნატვრა აიხდინა.

უზბეკეთში დაიბადა. ბოშათა ბანაკის მსგავსად ერთი დასახლებიდან მეორეში, სოფლიდან სოფელში, ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილება და დროებითი საცხოვრებლის მარადიული ძიება უწევდა. ხალხის ერთგვარ დამოკიდებულებას კი ყველაგან იტანდა.  მათი მისვლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდად არ სიამოვნებდათ და სამშობლოში დაბრუნებას ურჩევდნენ. ბოლო რამდენიმე წელი აზერბაიჯანის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. იქ, ცხოვრების მანძილზე პირველად კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ, თუმცა, წამოსვლა მაინც გადაწყვეტილი ჰქონდათ. ამას დაერთო ქალაქში ცხოვრების პრეტენზია და ცენტრთან ურთიერთობის სიძვირე.

ფაიას ოჯახმა ტელევიზიით მოისმინა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოლახვა მათთვის სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული. საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პასპორტებით შემოვიდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გარეუბან საბარგო სადგურში დასახლდნენ და არსებობა თითქმის ახლიდან დაიწყეს.
“სამშობლოს გარეშე ყოფნა ისეთი განცდაა, თითქოს ადამიანს ხელები მოგაჭრეს. მე არ ვთვლი იმ ადგილს, სადაც დავიბადე სამშობლოდ. ჩვენი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ. ყოველთვის ისეთი სიხარულით საუბრობდნენ საქართველოზე, რომ მათი გარდაცვალების შემდეგ, ამ სიხარულის ძალამ დაგვაბრუნა. მშობლებმა ყველაფერი მოგვცეს და სანაცვლოდ მხოლოდ საკუთარ მიწაზე დაბრუნებას გვთხოვდნენ. მირჩევნია, საქართველოში მშიერი ვიყო, მაგრამ მაინც ჩემს ქვეყანაში ვიქნები. აქ გვაფასებენ და კარგადაც მიგვიღეს. სწორედ ამ სტუმართმოყვარეობის გამო დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეობასაც მალე მოგვცემენ. ამ სოფელში ყველანი ისე გვექცევიან, როგორც ოჯახის წევრებს.”-გაგვიზიარა ემოცია საბარგო სადგურის ახალმა მკვიდრმა. More

და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვი­ცო­დი. სა­კუ­თა­რი თვა­ლით პირ­ვე­ლად ვნა­ხე და მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დავ­ბ­რუნ­დი.

“Go Group Media”-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ნი­ნოწ­მინ­დის, ახალ­ქა­ლა­ქი­სა და ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ. ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც ჩვენს ვი­ზი­ტამ­დე 10 დღით ად­რეც კი იყო შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი (საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს­თან, რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლებ­თან და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­თან), ჩა­ი­შა­ლა – მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბით: დის ქორ­წი­ლი, ნა­თე­სა­ვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სას­წ­რა­ფოდ თბი­ლის­ში “რო­მე­ლი­ღაც” სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მო­ძა­ხე­ბა. თუმ­ცა ქა­ლა­ქის ყვე­ლა ჩი­ნოს­ნის მან­ქა­ნა უწყე­ბე­ბის წინ იდ­გა. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ერ­თი მი­ზე­ზი მო­მე­წო­ნა. ახალ­ქა­ლა­ქის გამ­გე­ბელ­მა ნა­ი­რი ირი­ჩი­ან­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გან­გ­ვიცხა­და, რომ რა­ი­ონ­ში მას არ და­ვუ­პა­ტი­ჟე­ბი­ვართ. თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი “და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რე­ბი” აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. ირი­ჩი­ან­მა ერ­თი “სა­სარ­გებ­ლო” რჩე­ვაც მოგ­ვ­ცა – თუ რა­მე გა­ინ­ტე­რე­სებთ, ჩვენს სა­იტს ეწ­ვი­ე­თო. “და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ­მა სტუმ­რებ­მა” ვებ­გ­ვერ­დის ქექ­ვას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნეთ.

შეხ­ვედ­რე­ბი ნი­ნოწ­მინ­დის სა­თე­მო ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი­დან და­ვიწყეთ. აქ რუ­სუ­ლი სკო­ლის პე­და­გო­გებს, ბა­ღის მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტებს ვე­სა­უბ­რეთ.

პირ­ვე­ლი თე­მა კი, რა თქმა უნ­და, ახალ­გახ­ს­ნი­ლი გზა იყო. რად­გან იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტის თბი­ლის­ში ექ­ს­პორ­ტია, ეს გზა ფი­ნან­სუ­რი სარ­გებ­ლის ნახ­ვის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს. თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით ნი­ნოწ­მინ­და­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი ძვი­რია და ად­გი­ლობ­რი­ვებს დე­და­ქა­ლა­ქის სტუმ­რო­ბა არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად უწევთ. მა­გა­ლი­თად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი (იგი ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და) კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ხში­რი სტუ­მა­რია, რუ­სუ­ლი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი დე­და­ქა­ლაქ­ში სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გებს ეს­წ­რე­ბა, ახალ­გ­ზარ­დე­ბი კი, უბ­რა­ლოდ, დიდ ქა­ლაქ­ში მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბის­კენ ის­წ­რაფ­ვი­ან. ერ­თი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რი და კულ­ტუ­რის სახ­ლი, სა­დაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად თუ და­იდ­გ­მე­ბა სპეკ­ტაკ­ლი სომ­ხურ ენა­ზე – ეს არის ნი­ნოწ­მინ­დის გა­სარ­თო­ბი. “ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, დის­კო­თე­კე­ბი და მსგავ­სი რამ ჩვენს ქა­ლაქ­ში არ არ­სე­ბობს. რომც არ­სე­ბობ­დეს, აქა­უ­რი მა­ინც არა­ვინ ივ­ლის. თუ მი­ვა, მხო­ლოდ სხვის სა­ყუ­რებ­ლად,” – გან­გ­ვიცხა­და ერთ-ერ­თ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა. More

იასამანი ყვავის

ყოველი დილა დიდი ხანი გავდა ერთმანეთს. ერთნაირი დასაწყისითა და განწყობით. ერთნაირი ადამიანებითა და გარემოთი. და სწორედ მაშინ, როცა ცვლილებები საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში, დილით, ღია ფანჯარაში  შემოსულმა გასაოცარმა არომატმა თავგზა ამირია. გაზაფხული უკვე მიიპარება და მე მხოლოდ ახლა ვიგრძენი მისი არსებობა. მხოლოდ ახლა გაფერადდა სამყარო და გაღიმება დაიწყო. ჩემს ბაღში იასამანი აყვავდა, საოცრად მუქი შეფერილობის, თანაც ერთი განსაკუთრებული თვისების მატარებელი. აბრუებს გარემოს და გარშემომყოფებს. ჯერ კიდევ სულ პატარა ბავშვი ვიყავი და დახუჭობანას თამაშისას სამალავს ვერ ვპოულობდი. ერთხელ, სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე ბაღში შეპარვა. მწვანე ტოტების ქვეშ ჩავიცუცქე და იასამანი გადავიფარე. მაშინ დარჩა ჩემს მეხსიერებაში მისი განსაკუთრებული სუნი, ფერი და დღემდე, როცა მინდა ცოტა ხნით მაინც გადავვარდე ბავშვობაში და დახუჭობანა საკუთარ თავს მაინც ვეთამაშო, აუცილებლად შემომაქვს ოთახში იასამნის ვებერთელა თაიგული. მას თავისთავად, გაზაფხული მოყვება, გაზაფხულს მზიანი დღე, მზიან დღეს კი სახლში ჯდომა არ შვენის.

ფეხით მივუყვებოდი გზას. სამშობიარო სახლს მივუახლოვდი. ვიღაც რამდენიმე წუთში მამა უნდა გახდეს. მე შორიდან ვაკვირდები მის ქცევას. ფანჯრის ქვეშ ატუზულა, ხან ცმუკავს და აქეთ-იქით დადის. თვალს არ აშორებს ფანჯარას. ყველაზე ლამაზი იასამნის თაიგული შეურჩია საყვარელ ქალს. დათას და ეკას დიდი ხანია ერთმანეთი რაც უყვართ. ერთმანეთი სწორედ მაშინ გაიცნეს, როცა იასამანი ყვაოდა. ახლაც განგებ მოართვა მეუღლეს მისთვის საყვარელი ყვავილი. საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ოჯახი მაინც შექმნეს. ახლა ორივე მათგანი ძალიან ღელავს. ეკა დროდადრო იყურება ფანჯრიდან, სანამ საკუთარი სხეული ნაწილს ქვეყანაზე ერთ, პატარა ადამიანად მოავლენს.

ასეთი რამ  განა მაშინ არ ხდება, როცა ციდან ჩამოვარდნილი თეთრი ფიფქი გადნება ტუჩზე. უბრალოდ, იასამნის ყვავილობისას, ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამ.

დავრჩი მხოლოდ მე

უცნაური ხასიათი დამჩემდა. ყოველ ღამე ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ. მთელი დღე მხოლოდ ერთ, აკვიატებულ სიმღერას ვუსმენ. სულ მინდა ფეხით დიდხანს ვიარო და მერე, მალე დავიძინო.

ჩემში კიდევ ერთი ცხოვრობდა. ჩემნაირი ხასიათი არ ჰქონდა, ჩემი იყო.  დღეს გავიღვიძე და მარტო ვიყავი. ვეღარ ვიპოვე. ისიც ვერ გავიგე როდის წავიდა. ჩუმად გაიპარა, ფეხის წვერებით გაიარა ალბათ მანძილი ჩემი საწოლიდან კარამდე.  ან მე რატომ ვერ ვიგრძენი მისი წასვლა?  ვუყვარვარ. ერთხელ, ადრეც, გამეპარა. მეორე დღესვე დაბრუნდა. მუხლებზე იდგა. მისმა სუნმა გამომაღვიძა. ტუჩები ჩემს ტუჩებთან მოეტანა და მე მის სუნთქვას ვგრძნობდი.

მაშინ აღიარა, რომ სულელივით მოიქცა და დამპირდა… ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა რას დამპირდა. მთავარია რომ წავიდა. მიზეზი არ ვიცი.
დილით მარტომ უნდა გავიხედო ფანჯრის პატარა ხვრელიდან…
მარტო შევარჩევ ტანსაცმელს…
მარტო ჩავირბენ კიბეზე…
ნაყინსაც მარტო შევჭამ და ვარსკვლავებსაც მარტო დავითვლი…
მარტო დავიძინებ და მარტოს მექნება მოლოდინი, რომ დილით კვლავ შენი სუნთქვა გამომაღვიძებს…

მე ხომ ასე მეშინია მარტოობის…

ფერადი კედლების ქვეშ

ამ სოფელში მხოლოდ ერთი, ფერადი სახლი დგას. ცისფერი, ვარდისფერი და სალათისფერი კედლებით. უკანა ფანჯრები ალაზნის ველს გადაჰყურებს და აივანზე მდგარი თუკი ხელს გაშლი შეგრძნება გაგიჩნდება რომ მიფრინავ. სამწუხაროდ, მათ, ვინ ამ სახლში ცხოვრობენ, გაფრენა არ შეუძლიათ. სურვილი აქვთ, ფიზიკური მდგომარეობა კი ამის საშუალებას არ აძლევს.

ბელგიური მოდელის ანალოგიით შექმნილი ოჯახური ტიპის უნარშეზღუდულთა თავშესაფარი სიღნაღის რაიონის სოფელ ქედელშია. ოდესღაც აქაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა ქალაქის ცენტრიდან 50 წუთის სავალზე გაშლილი მინდვრის შუაგულში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დაინახავ. ერთმანეთს ბურთს უგორებენ და ხმამაღლა იცინიან. ისინი ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობლები არიან და ერთმანეთზე ზრუნავენ. სულ ცამეტნი. ამას გარდა ორი მოხალისე გოგონა გერმანიიდან, რომლებიც ერთი წლით არიან ამ ბავშვების დასახმარებლად ჩამოსულები და ცოლ-ქმარი, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს ბავშვებზე ზრუნვა. ფინანსურად იშვიათად თუ ეხმარება ვინმე. ძირითადად იმ პროდუქტით სარგებლობენ, რომელიც თავად მოჰყავთ, მცირეოდენი საქონელი და შინაური ფრინველები ჰყავთ.

ყველანი ერთად იწყებენ მუშაობას დილით ადრე, საქმე გადანაწილებულია. ერთი ეზოს მიხედავს, მეორე საქათმესთან მივა კვერცხები რომ ააგროვოს. მესამეს შინაური ცხოველებისთვის საჭმელი და წყალი აქვს წასაღები. ეს მათი საქმე ვისაც ფიზიკური შრომის უნარი აქვს. დანარჩენები კი ხატავენ ხან ტილოზე, ხან ოთახის კედლებზე, ზოგი თექისგან გასაოცარ ზეწრებსა და ხელჩანთებს აკეთებს. ზოგისთვის მეცადინეობის დროა.  

ანდრო 23 წლისაა და ეზოში ერთ წუთს ვერ ჩერდება უსაქმოდ. პოღოსიანია გვარად, თუმცა რომ შეეკითხო რა გქვიაო, პირველად მაინც პოღოსიანს გიპასუხებს. სახელის დაყოლება შეიძლება დაავიწყდეს კიდეც, მაგრამ მისთვის რა მნიშვნელობა აქვს. გადაწყვიტა რომ ცოლი მოიყვანოს, მხოლოდ ერთი პირობით, ქორწილი თბილისში უნდა გადაიხადოს. იქ ბევრი ხალხი ცხოვრობსო. კონკრეტული პიროვნება შერჩეული არ ყავს. მანამდე, ბილაინის ტელეფონი ახალი ტელეფონითა და მაგთის სიმ ბარათით უნდა შეცვალოს, მერსედესის მოგების იმედით. თუ ვერ მოიგო არაუშავს, “ზოროს ნიღაბი” აქვს და ცხენით მოიტაცებს საცოლეს.

მაგდა ლეკიაშვილი

ერევა…არ ერევა…

რომ ვთქვა არ ერევა-მეთქი, დარწმუნებული ვარ არავინ დამიჯერებს…(ბიზნესს ვგულისხმობ)
ერევა საოცრად, ყოველ წუთს და თუ არ ერევა მე ვფიქრბ როგორ ჩავრიო…
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი შეხება არ მაქვს ბიზნესთან და, პიქირით,  ჩვენ ორს საერთო მაინც ბევრი გვაქვს.
დილით ადრე ვდგები და ელექტროენერგიას მოვიხმარ, წყალს ვუშვებ და ჩაიდანს ვადუღებ… რამდენიმე წუთში აღმოჩნდება, რომ სამივე მათგანის მრიცხველზე ციფრების ზრდა შიენიშნება. გადასახადი ჩემს ინტერესებში არ შედის და მშობლები უმკლავდებიან მას. თუმცა, თვის ბოლოს ქვითრებზე აღნიშნული თანხა მაშფოთებს და ქვეცნობიერად ეკონომიისკენ მოვუწდებ საკუთარ თავს. აი, ამ სფერომ ეკონომიურობა მასწავლა.
სახლიდან გავდივარ და 5 ევროს დახურდავება მინდა. ლარის მერყევი კურსი ევროსთან მიმართებაში მაღიზიანებს. მაინცდამაინც ახლა არის დაბალი მაჩვენებელი, არადა ბულგარეთში რომ მივდიოდი ევროს საყიდლად 2,47 ლარი გადავიხადე. ახლა კი შემორჩენილი 5 ევროიანი 2. 32 უნდა გადავცვალო ლარზე. ჩემი გამოანგარიშებული ერთი ლარი თითქოს არაფერია, მაგრამ მაინც სხვაობაა. კიდევ ერთი ლარის დანაკლისი ერთი დღის ბიუჯეტიდან.
სტუდენტობასთან ერთად მოვიდა საკუთარი ბიუჯეტის შევსევბაზე ფიქრი.
მგზავრობის ღირებულების 40 თეთრიდან 20 თეთრამდე შემცირებისას მატება შეინიშნა ჩემს დანაზოგშიც. თუმცა დიდხანს არ შენარჩუნებულა მიღებული შედეგი. უბილეთოდ მგზავრობისას დაწესებულმა 15 ლარიანმა ჯარიმამ ხაზინა დამიცარიელა. საბედნიეროდ, ახლა მხოლოდ 5 ლარის გამეტება მიწევს ამისთვის, ისიც ძალიან იშვიათად.
ამას მოყვა შაქარზე ფასის მომატება და რომელმაც პირდაპირპროპორციულად იმოქმედა ჩემს ჩაიზე. 3ის ნაცვლად 2 კოვზი. ახლა უფრო ძვირი ღირს და იმიტომ. მალე გაიაფდება.
სამსახურიდან სახლში წასასვლელად (იმ შემთხვევაში თუ ძალიან გვიანია) ტაქსის ვიძახებ. 5 ლარი საკმარისი იყო სახლში უსაფრთხოდ და მშვიდად მივსულიყავი. ბენზინის ფასის მატებამ იძულებული გამხადა ამ სიამოვნებაში გადავიხადო 8 ლარი.
შეუძლებელია არ აღინიშნოს სატელეფონო მომსახურების გადასახადი, რომელიც, ალბათ, თითოეული ადამიანის და განსაკუთრებულად ახალგაზრდების ჯიბის ფულის მტერია. რომ არა სტუდენტური ტარიფები, საგაზაფხულო და სხვა აქციები, რომლის შედეგადაც მეტ საუბარში ნაკლებ თანხას იხდი, გავკოტრდებოდი.

განაჩენი საბოლოოა

მხოლოდ ერთხელ ნათქვამი მიყვარხარ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა ეყვირა ,,The World is Mine”. იმ მომენტში არასვისთვის შეუხედავს, არაფერი ესმოდა, მხოლოდ მის სუნთქვას გრძნობდა, სუნთქვას გახშირებულს და დაუმორჩილებელ პულსს მაჯაზე. რამდენ ხანს ელოდა ამ წამს. თვალებდახუჭულს რამდენჯერ უნატრია მისი კოცნა, ჩახუტება ისე რომ აღარასოდეს გაეშვა ხელი საკუთარ სამყაროში მომწყვდეულისთვის. რამდენჯერ წარმოუდგენია ყურთან მიტანილი ტუჩები და ჩურჩულით ნათქვამი: ,,უკვე მომენატრე”. ხშირად მის დანახვაზე მუხლები აღარ ემორჩილებოდა, გონება მის დაუკითხავად იწყებდა ფიქრს მომავალზე.

-ასე დიდხანს გრძელდებოდა?

-საკმაოდ.

მხოლოდ ერთ დღეს, მოულოდნელად, ბიჭი გზაზე გადაეღობა, აღარ გაუშვა და     მის მზერაში საკუთარი ანარეკლი იცნო. საკმაოდ პატარა და უმწეო. თავიდან შეეშინდა… იცოდა გოგონას ფარული სიყვარულის ამბავი და ისიც, რომ აღმერთებდა. ვერ აიტანა მიწაზე მოულოდნელად დაცემა. ეტკინა, ძალიან ეტკინა. თუმცა, ეს გარდაუვალი იყო. საკუთარი სიმხდალის რცხვენოდა. რატომ არაფერი გაუმხილა, სანამ მისი დაკარგვის შიში დაუწყებდა გულში ღრღნას… მხოლოდ ერთის გაფიქრება მოასწრო- ,, იქნებ უნახავად დაშორება ჯობდა?!” პასუხს აღარ დაელოდა, მხოლოდ ხმადაბლა ამოიოხრა ,,მიყვარხარ” და გაუჩინარდა, როგორც ლანდი მიტოვებულ საფლავებს შორის.

ლოდინით დაღლილ გოგოს ამ სიტყვების მოსმენა სურდა. მხოლოდ ერთხელ ნათქვამი მიყვარხარ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხმამაღლა ეყვირა ,,The World is Mine”. მაგრამ ეს სიამაყის გრძნობის შედეგი იყო, რომელსაც ისე გადაეთელა წარსული სიყვარული, კვალი არ დაუტოვებია…

ზიუსკინდი წერს, ტიკვერი გვიჩვენებს!

 ულამაზესია რიჟა გოგო… შემეცოდა, მაგრამ მისი სიცოცხლე იდეას ეწინააღმდეგებოდა. მიზანდამსახველი ფილმია, მაგრამ უფრო სხვა რეალობაა.

 გარყვნილება კი არა ხელოვნებააააა…. გავგიჟდი, გადავირიე,…ყოველდღე ვუყურებ და არ მბეზრდება… საოცრებაა…  არაჩვეულებრივი ეკრანიზაცია. საინტერესო პირველი წამიდან ბოლო წამამდე…

 ფილმი საინტერესოა, თუმცა წიგნი მაინც სულ სხვა განცდაა…

 რამ გადაგრიათ, ამაზე უკეთესი სხვაც ბევრი ფილმი არსებობს

 შედევრია! ასეთი ჯერ არ გადაღებულა!

მსგავი კომენტარებით თუ შენიშვნებით უხვადაა გაჯერებული საქართველოში არსებული ინტერნეტ ფორუმები, რომელზეც საუბარი პატრიკ ზიუსკინდის წიგნის, ,,სუნამოს” და მისი ეკრანიზაციის, ტომ ტიკვერის 2006 წლის ფილმის, ,,პარფიუმერის” შესახებ მიმდინარეობს. ფილმმა გამოსვლისთანავე მიაჯაჭვა მაყურებელი ეკრანს, თუმცა უფრო ადრე საქართველოში ზიუსკინდის სუნამო წლის ,,ბესტ სელერად” აღიარეს. ცოტას წიგნის შესახებ გიამბობთ და აღვნიშნავ, რომ თითქმის იდენტურია ფილმის სცენარი. მოქმედება მე-18 საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან ბატისტ გრენუი, რომელსაც სურნელის ამოცნობის გენიალური ნიჭი აქვს, მსოფლიოში საუკეთესო სუნამოებს ქმნის. განსაკუთრებით კი, მსოფლიოში უკონკურენტო სუნამოებს. მისი მიზანდასახულობა მიმართულია ისეთი სუნამოს შექმნაზე, რომელსაც შეუცნობადი სურნელი ექნება და ამავდროულად ადამიანის მოჯადოებას შეძლებს. გრენუის გამოგონების პარალელურად ქალაქში თორმეტ მოკლულ გოგონას პოულობენ. მკვლელობებს ერთი ხელწერა აქვთ.

მაშინ როდესაც წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე იმასაც დავთანხმდი, რომ წინგნში ასახული სამყაროთი მეცხოვრა მის დასრულებამდე. შევქნმენი საკუთარი ჟან ბატისტ გრენუი, საშუალო სიმაღლის, მუქი თმით და აუცილებლად მუქი ფერის თვალებით, საოცარი თითების მოყვანილობით, რომლითაც სამყაროს სუნს ცვლიდა და ახალს ქმნიდა. ვპატიობდი თითოეული თითოეული მოკლული გოგონას მაგივრად. არა იმიტომ, რომ გრენუი შემიყვარდა, არამედ იმიტომ რომ ვაცდიდი მას როდის მომცემდა საშუალებას მის მიერ შექმნილი საოცრებით მეც დავმტკბარიყავი. ვფიქრობდი, რომ სწორედ მიღწეული შედეგით შეძლებდა ეპოვა საკუთარი მე, რომლის არსებობასაც ვერც თავად გრძნობდა და ვერ მე შევძელი დამენახა. იგი დაიბადა ყველასგან გამორჩეული, უსუნო ყვავილივით. გარშემომყოფები შეაშფოთა იმან, რომ გრენუის ადამიანისათვის დამახასიათებელი სურნელი არ ჰქონდა (სწორედ ამიტომ თქვა მისმა გამზრდელმა მის მოვლაზე უარი და გაყიდა). ამიტომ მთავარ პერსონაჟს ცხოვრების მანძილზე უნდა დაებრუნებინა დაბადებისას დაკარგული სუნი, საკუთარი პიროვნება, და ამას ვერ შეძლებდა ისევ ადამიანთა დახმარების გარეშე. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ნაწარმოებში ( და ფილმშიც) სუნამოს გრენუი ადამინთა სხეულიდან გამოწოვილი არომატით ამზადებს. ადამიანის სურნელი იმისთის, რომ მეორე ადამიანმა საკუთარი სუნი შექმნას. წიგნში არაჩვეულებრივად არის ის ეპიზოდი აღწერილი, როდესაც გრენუი საკუთარი ხელით შექმნილ ,,ადამანიანის სუნს”( ასე დავარქვი მის სურნელოვან გამოგონებას) იპკურებს და ხალხში გამოდის. More

გაცნობა

ყოველგვარი შესავლის გარეშე… ეს მე ვარ  🙂 თქვენც იპოვეთ საკუთარი თავი……

გამარჯობა,
მე ეს წყალი უკვე გავტოპე,
და აღარაფრის აღარ მჯერა:
არც სიყვარულის,
არც ჭაბუკური გულჩვილობის,
არც სიწმინდისა,
ყბაში მოქნეულ მუშტის მჯერა,
კბილის ტკივილის,
ცხედრის, რომელიც საბოლოოდ
ძლივს იმად იქცა,
რაც ნაღდად იყო.
სადაც წავედი, ყველგან მგლები შემომყმუიან,
მე ვდგავარ და მთვარეს შევყმუი,
მაგრამ არა – როგორც გიჟი შეყვარებული,
არამედ მგელი:
მშიერი და კბილმტკივანი,
მიუსაფარი,
მუხლამდე თოვლის გამკვალავი
ტყიდან სოფლამდი.Artic_Wolf__Snow_Mystery_2009__by_WhiteSpiritWolf

გამარჯობა,
ახლა უკვე დავიყვავილე,
ყველა მდინარე გადავტოპე,
ყველა ქარს გავყევ,
ათივე მცნება დავარღვიე,
ვიდრე ბოლოს, ძლივსძლივობით
იმად არ ვიქეც,
რაც ნაღდად ვიყავ:
ბედნიერი მიცვალებული _
სიყვარული აღარ სჭირდება,
შიშველი თიხა:
პრეზერვატივს ვერაფერში გამოიყენებს,
მიწის გარდა, ვეღარავის შეეწებება.

ვინც შენ გინდა, ის გამაცანი:
ნარჩევ-ნარჩევი სატრფოებიც წარმომიდგინე,
სიყვარულის ბოლო ერთია,
უკმარია,
ვიღაცაში უნდა შეთავდეს…

გიორგი ლობჟანიძე

მე-ც

მე ფეტვი ხომ არ მირევია… ავდექი და მეც შევავსე… თუკი ყველამ შეავსო facebook-ზე ამ პატარა ქვიზის მსგავსი..აი რა გამოვიდა 🙂

მიყვარს –საკუთარი თავი და ნაყინი 🙂

ვოცნებობ – საჰაერო ბუშტით აფრენაზე (ამჟამად ვოცნებობ)

ვფიქრობ – რატომ არ მაქვს გრძელი და თლილი თითები 😦

კმაყოფილი ვარ – საკუთარი თმის ხარისხით და თვალის ფერით

მძულს – რძე და ტყულები

ვნანობ – ჩემს ძმას შეყვარებულის დაბადების დღის საჩუქრისთვის ფული რომ ,,ვასესხე”და მერე უკან გამოვართვი

მენატრება – ბიძა და ნუშის მოპარვა მეზობლის ვენახიდან 🙂

მსურს – ზაგარის მიღება ჩემი სოფლის სახლის სახურავზე

მაღიზიანებს – დასაბანი თავით რომ დადიან

ვგრძნობ – რომ დიდი გული მაქვს და ყველას სიყვარულს იტევს CB030097

მეშინია – სიბნელის და სიბერის

ვიცი – ფორტეპიანო და უამრავი ლექსი

არ ვიცი – გერმანული და საჭმელების კეთება

შემიძლია – კოცნა

არ შემიძლია – ლამაზად მაკიაჟის გაკეთება

ვმეგობრობ –მათთან, ვისი დანახვაც თვალებში სიხარულის ნაპერწკალს მიჩენს

ვაპატიებ – მას ვინც ნანობს

ვტირი – როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ან დედაჩემს რომ ვაწყენინებ

ვიცინი – მარადიულად და ვილამაზევ ყოველ წამს

ვეძებ – რაინდს, არა თეთრცხენიანს…ისე უბრალოს

ღირსი ვარ – სამოთხის

ვკარგავ – სიცოცხლის 60 წამს, როდესაც თვალებს ვხუჭავ

მშურს – განათლებულების

ვემალები – საკუთარ თავს, როცა მცხვენია

ვემტერები –,, ცუანა” ჭიებს (არის ასეთი სახეობაც )

მაინტერესებს – რატომ არ შეიძლება ადამინმა ეშმაკს მიჰყიდოს სული More

Previous Older Entries